1.15.14 მუხლით გათვალილსწინებული პროცედურების შეუზღუდავად, თუ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მან აღმოფხვრა შეუსაბამობა, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, იგი უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინება გადასცეს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს, აღწერასთან ერთად, თუ როგორ აღმოფხვრა შეუსაბამობა. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მხარე არ ეთანხმება აღნიშნულს, მას შეუძლია საკითხი გადაუგზავნოს თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება.
2. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გამოსცეს თავისი გადაწყვეტილება საკითხის გადაცემიდან 60 დღის განმავლობაში. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაასკვნის, რომ მოპასუხე მხარემ აღმოფხვრა შეუსაბამობა, მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერებ