1. დავის მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეაჩეროს თავისი საქმიანობა ნებისმიერ დროს, აღნიშნული შეთანხმების თარიღიდან არაუმეტეს 12 თვის პერიოდით. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის საქმიანობა შეჩერებულია 12 თვეზე მეტი პერიოდით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის უფლებამოსილება წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დავის მხარეების მიერ აღნიშნული სხვაგვარად არის შეთანხმებული.

2. დავის მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ საქმისწარმოებ