თუ მხარეთა მიერ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო საქმის განხილვა უნდა წარიმართოს 16-1 დანართით (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები) განსაზღვრული საპროცედურო წესების შესაბამისად.
წინამდებარე მუხლითა და 16-1 დანართით (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები) განსაზღვრული წესების გარდა, საარბიტრაჟო ტრიბუნალი, დავის მხარეებთან კონსულტაციით, უფლებამოსილია მიიღოს დამატებითი საპროცედურო წესები, რამდენადაც იგი ჩათვლის საჭიროდ, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება წინამდებარე თავს და 16-1 დანართს (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები).
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე; იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ მიაღწევს კონსენსუსს, მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით. არბიტრებმა შესაძლოა წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრებები საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა მიუთითოს თავის ანგარიშში არბიტრების განსხვავებული მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება ისე რომ არ მოხდეს უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციებთან დაკავშირებული არბიტრების ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ანგარიშით განსაზღვრული ცალკეული არბიტრების მოსაზრებები, უნდა იყოს ანონიმური.
თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის დაარსების თარიღიდან 20 დღის განმავლობაში დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება შემდეგნაირად:
„შეისწავლოს, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების ფონზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბების შესახებ მოთხოვნაში მითითებული საკითხი, მე-6 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება) თანახმად და დასაბუთებასთან ერთად, შეაფასოს სამართალი და ფაქტები და, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაციები დავების გადაწყვეტის მიზნით.“
დავის მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში როგორც კი შესაძლებელი იქნება, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, უნდა განსაზღვროს საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცესო გრაფიკი.
თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, თოთოეულმა მხარემ უნდა გადაიხადოს თავისი არჩეული არბიტრის ხარჯი და მისი საკუთარი დანახარჯები. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის ხარჯები და საარბიტრაჟო პროცედურის გამართვასთან დაკავშირებული სხვა სახის ხარჯები გაღებულ უნდა იქნეს დავის მხარეების მიერ თანაბრა