35.1. ტრიბუნალმა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისთვის საარბიტრაჟო საქმის გადაცემიდან 180 დღის ვადაში, თუ პროცედურული განრიგის საფუძველზე ან DRC-ის სასამართლოს მიერ სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.

35.2. საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში, ხოლო დებულების 33-ე მუხლით გათვალისწინებული დავებისათვის საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ტრიბუნალმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა გადასცეს DRC-ის სამდივნოს მისი ფორმალური შემოწმების მიზნით. DRC-ის სასამართლოს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება, ტრიბუნალის მოტივირებული თხოვნის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზ