39.1. ტრიბუნალი ვალდებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი, მასზე ხელმოწერმდე, გადასცეს DRC-ის სასამართლოს.
39.2. DRC-ის სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო ტრიბუნალს შესთავაზოს ცვლილებების შეტანა გადაწყვეტილების ფორმაში, ან ტრიბუნალის გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დარღვევის გარეშე, ტრიბუნალს ყურადღება გაამახვილებინოს გადაწყვეტილების არსებით ნაწილში აღმოჩენილ ფორმალური ხასიათის ხარვეზებზე ან/და შეცდომებზე.
39.3. ტრიბუნალი ვალდებულია არ მოაწეროს ხელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, DRC-ის სასამართლოს მიერ მისი ფორმალური შემოწმების დასრულებამდ