41.1. ტრიბუნალი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ყველა ეგზემპლარს გადასცემს DRC-ის სამდივნოს, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეამოწმებს, რომ საარბიტრაჟო დავის მხარეთა მიერ სრულადაა დაფარული საარბიტრაჟო ხარჯი დებულების 46-ე მუხლის შესაბამისად.

41.2. ტრიბუნალის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში DRC ინახავს:

a) ტრიბუნალის მიერ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;

b) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო განხილვის შესახებ მხარეთა ინფორმირებას;

c) DRC-ის მიერ ამ დებულების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს.

41.3. საარბიტრაჟო საქმის სხვა დოკუმენტები DRC-ის სამდივნოს მიერ ინახება ტრიბუნალის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერის დღიდან 1 წლის განმავლობაშ