საარბიტრაჟო ტრიბუნალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტს გადაწყვეტილების ხელმოწერამდე წარუდგენს საარბიტრაჟო საბჭოს. საარბიტრაჟო საბჭომ შეიძლება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მცირედი ფორმალური ცვლილებები შეიტანოს და, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დაურღვევლად, ტრიბუნალს შეიძლება ყურადღება გაამახვილებინოს გადაწყვეტილების არსებით ნაწილში აღმოჩენილ ხარვეზებზე ან/და შეცდომებზე. საარბიტრაჟო ტრიბუნალს არა აქვს უფლება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო საბჭოს მიერ მისი ფორმალური დამტკიცების გარეშე გამოიტანო