1.      თითოეული მხარე ჩამოაყალიბებს ან შეინარჩუნებს სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალებს ან პროცედურებს ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გათვალისწინებული ადმინისტრაციული ქმედების საკითხებთან დაკავშირებით სწრაფი გადახედვისა და საჭიროების შემთხვევაში შესწორებების შეტანის მიზნით. ამგვარი ტრიბუნალები ან პროცედურები იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იმ უწყებებისა და უფლებამოსილი ორგანოებისაგან, რომელთაც დაკისრებული აქვთ ადმინისტრაციული აღსრულება და მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ საკითხზე არ უნდა ჰქონდეთ არსებითი ინტერესი მისაღებ შედეგთან დაკავშირებით.

2.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ამგვარი ტრიბუნალების და პროცედურების დროს სამართალწარმოების მხარეები აღჭურვილნი არიან შემდეგი უფლებით:

(a) გონივრული შესაძლებლობა მხარი დაუჭირონ და დაიცვან მათი შესაბამისი პოზიციები; და

(b) გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებას და წარმოდგენილ მონაცემებს ან სადაც კანონი ითხოვს, მონაცემებს, რომელიც შედგენილია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

3.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ გასაჩივრებას ან გადახედვას, უნდა განხორციელდეს და პრაქტიკაში დამკვიდრდეს იმ უწყების ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ამ ადმინისტრაციულ ქმედებაზ