1.      მხარეები აღიარებენ სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის, როგორც გლობალიზაციის მართვის ძირითად ელემენტებს და ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ  საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის. ამ კონტექსტში მხარეები ვალდებულებას იღებენ კონსულტაცია გაუწიონ და ითანამშრომლონ სათანადოდ ორმხრივი ინტერესების მქონე ვაჭრობასთან დაკავშირებულ შრომის საკითხებზე.

2.      შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წევრობის შედეგად, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ დეკლარაციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად და მის განსახორციელებლად, რომელიც მიღებულ იქნა 1998 წლის შრომის საერთაშორისო  კონფერენციის 86-ე სესიაზე, მხარეები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ, ხელი შეუწყონ და ასახონ საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში და  მთელს ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტები იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებში და განსაკუთრებით:

(a)   გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების რეალური აღიარება;

(b)   იძულებითი ან ძალდატანებითი შრომის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრა;

(c)   ბავშვთა შრომის რეალური გაუქმება;

(d) ყოველგვარი დისკრიმინაციის  აღკვეთა დასაქმებასა და შრომასთან მიმართებაში.

3.      მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, რეალურად ასახონ მათ კანონებში და პრაქტიკაში განახორციელონ ფუნდამენტური, პრიორიტეტული და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სხვა კონვენციები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერაა  რატიფიცირებული.

4.      მხარეები ასევე მხედველობაში მიიღებენ დარჩენილი პრიორიტეტული და სხვა კონვენციების რატიფიკაციის საკითხს, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც უახლესი კონვენციები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ. მხარეები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას ამ მხრივ არსებული მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.

5.      მხარეები აღიარებენ, რომ  შრომის ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილზე არ შეიძლება მოწოდებულ იქნას ან სხვაგვარად გამოყენებულ იქნას, როგორც ლეგიტიმური შედარებითი უპირატესობა და  ეს შრომითი სტანდარტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პროტექციონისტული სავაჭრო მიზნებისთვი