1.      მხარეები აღიარებენ ტყის კონსერვაციის უზრუნველყოფის, მისი მდგრადი მართვის  მნიშვნელობას და ტყის წვლილს მხარეთა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნების მიღწევაში.

2.      ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან:

(a) ხელი შეუწყონ ტყის მდგრადი მართვის შედეგად წარმოებული ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობას, რომელიც მიღებულია მწარმოებელი ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობისა და შესაბამისი ორმხრივი თუ რეგიონალური  ხელშეკრულებების სრული დაცვით.

(b) ხელი შეუწყონ ტყის მდგრადი მართვის შედეგად მიღებული მერქნისა და სამერქნე მასალის მოხმარების ზომების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლონ აღნიშნული ზომების განვითარების მიზნით.

(c) მიიღონ სპეციალური ზომები, რათა ხელი შეუწყონ ტყის საფარის დაცვას; ებრძოლონ ტყის უკანონო ჭრასა და მასთან დაკავშირებულ ვაჭრობას, მათ შორის მესამე ქვეყნებთანაც.

(d) გაცვალონ ინფორმაცია ტყის მართვის გაუმჯობესების ღონისძიებებზე და საჭიროების შემთხვევაში მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ გავლენა და უზრუნველყონ ტყის უკანონო ჭრის შედეგად მიღებული მერქნისა და სამერქნე მასალით ვაჭრობის აღმკვეთი ეფექტური პოლიტიკისა და სპეციალური ზომების გატარება.

(e) ხელი შეუწყონ საერთაშორისო  ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) სიაში ხე-ტყის იმ სახეობების შეტანას, რომელთა კონსერვაციის სტატუსი სარისკოდ მიიჩნევა.

(f) ითანამშრომლონ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე  ხე-ტყის საფარის დაცვისა და ყველანაირი  ტყის ტიპის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნი