1. მხარეები მხარს უჭერენ 1992 წლის „განაწესს 21-ე საუკუნისათვის გარემოსა და განვითარება”-ზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1998 წლის დეკლარაციას შრომის ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ, 2002 წლის იოჰანესბურგის მდგრადი განვითარების გეგმას, 2006 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მინისტერიალის დეკლარაციას სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის უზრუნვესაყოფად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2008 წლის დეკლარაციას სოციალური თანასწორობა სამართლიანი გლობალიზაციის შესახებ. მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმგვარად, რომ დაეხმარონ მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანების განხორციელებას ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის და ამავე დროს უზრუნველყონ რომ, აღნიშნული ამოცანები გათვალისწინებული და ასახული იქნება მათი სავაჭრო ურთიერთობის თითოეულ საფეხურზე.
2. მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას და აღიარებენ, რომ ეკონომიკური განვითარება, სოციალური განვითარება და გარემოს დაცვა მისი ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამაძლიერებელი საშუალებებია. ისინი ხაზს უსვამენ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შრომითი[34] და გარემოსდაცვითი საკითხების, როგორც ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მიმართ გლობალური მიდგომის ნაწილის, მნიშვნელობა