1.      მხარეები აღიარებენ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი მმართველობისა და შეთანხმებების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხს გლობალურ ან რეგიონულ გარემოსდაცვით პრობლემებზე და ხაზგასმით აღნიშნავენ ერთობლივი მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას ვაჭრობისა და გარემოსდაცვით პოლიტიკას შორის. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეები თანხმდებიან კონსულტაცია გაუწიონ და სათანადოდ ითანამშრომლონ, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ  ვაჭრობასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებსა  და საერთო ინტერესების მქონე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

2.      მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ეფექტიანად განახორციელონ თავიანთ კანონებსა და პრაქტიკაში ის მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები (MEAs), რომელთა მხარესაც წარმოადგენენ.

3.      მხარეები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას  არსებულ მდგომარეობასა და მიღწევებზე, რასაც ითვალისწინებს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) რატიფიკაცია ან ამგვარ შეთანხმებებში  ცვლილებების შეტანა.

4.      მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, მიაღწიონ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა (UNFCCC) და კიოტოს პროტოკოლის ძირითად მიზანს. ისინი ვალდებულებას იღებენ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და მასთან დაკავშირებული შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების ფარგლებში ითანამშრომლონ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ჩარჩოს სამომავლო განვითარებაზე.

5.      ეს შეთანხმება არ ზღუდავს მხარეებს, მიიღონ ან გაატარონ ზომები სხვა მრავალმხივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) განსახორცილებელად, რომელთა მხარეებიც ისინი არიან იმ პირობით, რომ არ მოხდება აღნიშნული ზომების გამოყენება ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა სადავო ან დაუსაბუთებელი დისკრიმინაციის საშუალებას მხარეებს შორის ან ფარული შეზღუდვების დაწესებას  სავაჭრო ურთიერთობებზ