მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, გააძლიერონ ვაჭრობის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად, მათ შორის მის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიმართულებებში. შესაბამისად:
(a) მხარეები აღიარებენ ძირითადი შრომითი სტანდარტებისა და ღირსეული შრომის სასარგებლო როლს ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, ინოვაციებსა და პროდუქტიულობაზე, და მათ უნდა მიაღწიონ პოლიტიკის შეთანხმებულობას, რათა მოხდეს ერთი მხრივ, სავაჭრო პოლიტიკისა და მეორეს მხრივ, შრომითი პოლიტიკის თანხვედრა;
(b) მხარეები შეეცდებიან გააადვილონ და ხელი შეუწყონ ვაჭრობასა და ინვესტიციების განხორციელებას გარემოსთვის უსაფრთხო საქონლისა და მომსახურების სფეროში, მათ შორის შესაბამისი არასატარიფო ბარიერების გათვალისწინების ჩათვლით;
(c) მხარეები შეეცდებიან ხელი შეუწყონ დაბრკოლებების აღმოფხვრას ვაჭრობასა და ინვესტიციებში დაკავშირებულს იმ საქონელსა და მომსახურებასთან, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება კლიმატის ცვლილების შერბილებას, როგორიც არის მდგრადი განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური პროდუქტები და მომსახურება. ეს შეიძლება მოიცავდეს შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას და იმ სტანდარტების გავრცელებას, რომლებიც პასუხობენ გარემოსდაცვით და ეკონომიკურ საჭიროებებს და მინიმუმამდე ამცირებენ ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერებს;
(d) მხრეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ საქონლით ვაჭრობას, რომელიც დაეხმარება სოციალური მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი კუთხით მიღებული გამოცდილების გაძლიერებას, მათ შორის იმ საქონლით, რომელიც არის ნებაყოფლობითი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის გეგმის ნაწილი, როგორიც არის სამართლიანი და ეთიკური სავაჭრო სქემები და ეკო-ეტიკეტები;
(e) მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების ჩათვლით. ამ მიმართულებით მხარეები მიმართავენ შესაბამის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სახელმძღვანელოებს, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელოს საერთაშორისო საწარმოებისათვი