1.      მხარეები აღიარებენ თითოეული მხარის უფლებას, განსაზღვრონ ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკა და პრიორიტეტები, შექმნან ადგილობრივი გარემოსა და შრომითი ურთიერთობების  დაცვის დონე და შესაბამისად მიიღონ ან შეცვალონ კანონები და პოლიტიკა, რათა მოხდეს მათი თანხვედრა ამ შეთანხმების 229-ე და 230-ე მუხლებში მოცემულ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შეთანხმებებთან.

2.      ამ კონტექსტში თითოეულმა მხარემ უნდა სცადოს იმის უზრუნველყოფა, რომ მისი კანონები და პოლიტიკა ითვალისწინებდეს და ხელს უწყობდეს გარემოსა და შრომითი ურთიერთობების დაცვის მაღალი დონის მიღწევას და შეეცადოს გააგრძელოს ამ კანონებისა და პოლიტიკის და მათი ძირითადი  დაცვის დონის გაუმჯობესებ