1. თითოეული მხარე ზოგადი გამოყენების ზომების ადმინისტრირებას ახორციელებს ობიექტურად, მიუკერძოებლად და გონივრულად.
2. ამ მიზნით, თითოეული მხარე, ამგვარი ზომების მეორე მხარის ცალკეული პირების, საქონლის ან მომსახურების მიმართ გამოყენებისას განსაკუთრებულ შემთხვევებში:
(a) მიზნად ისახავს უზრუნველყოს იმ დაინტერესებული პირების გონივრული გაფრთხილება, რომლებზეც პირდაპირი გავლენა აქვს ადმინისტრაციულ პროცედურებს, იმის თაობაზე, თუ როდის არის ეს პროცედურა ინიცირებული, ამ პროცედურის შინაარსის აღწერის, ინიცირებაზე უფლებამოსილი ორგანოს განაცხადის და ნებისმიერი საკამათო საკითხის ზოგადი აღწერილობის ჩათვლით;
(b) ამგვარ დიანტერესებულ პირებს აძლევს გონივრულ შესაძლებლობას, ნებისმიერ საბოლოო ადმინისტრაციულ ქმდებამდე თავიანთი პოზიციის მხარდასაჭერად წარმოადგინონ ფაქტები და არგუმენტები, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა დრო, პროცედურის წარმოების ხასიათი და საზოგადოებრივი ინტერესი; და
(c) უზრუნველყოფს, რომ მისი პროცედურები ეფუძნება კანონს და ხორციელდება კანონის შესაბამისა