ასეთ შემთხვევაში და თუ არ არსებობს საწინააღმდეგო შეთანხმება, ეს მოთხოვნა უნდა წარედგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამომტან ტრიბუნალს. ეს შეიძლება განხორციელდეს იმ საფუძვლით, რომ აღმოჩენილია ახალი ფაქტი, რომელიც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მას გადამწყვეტი გავლენა ექნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე, და რომელიც უცნობი იყო ტრიბუნალისთვის და მხარისთვის, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვას ზეპირი განხილვის დამთავრების შემდეგ.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებული წარმოება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რომელიც ცხადად ასახავს ახალი ფაქტის არსებობას და აცხადებს, რომ ახალ ფაქტს აქვს წინა პარაგრაფში აღწერილი მახასიათებლები და ამ საფუძვლით მოთხოვნას ცნობს დასაშვებად.
კომპრომისი ადგენს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა გაკეთდეს გადახედვის მოთხოვნ