რატიფიკაციები დეპონირებულ უნდა იქნეს ჰააგაში.
რატიფიკაციების პირველი დეპონირება ჩანიშნულ უნდა იქნეს მონაწილე მხარეთა წარმომადგენლებისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილ ოქმში.
რატიფიკაციების მომდევნო დეპონირებები უნდა განხორციელდეს ნიდერლანდების მთავრობისთვის წერილობითი შეტყობინებით, რომელსაც თან ახლავს სარატიფიკაციო სიგელი.
პირველ რატიფიკაციასთან დაკავშირებული ოქმის სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელიც შეეხება წინა პარაგრაფში აღნიშნულ შეტყობინებებს, და სარატიფიკაციო სიგელი, ნიდერლანდების მთავრობის მიერ, დიპლომატიური არხებით, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს იმ მხარეებს, რომლებიც მოწვეულნი არიან მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე, ისევე როგორც იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მიუერთდნენ კონვენციას. წინა პარაგრაფით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღნიშნულმა მთავრობამ მხარეებს იმავდროულად უნდა აცნობოს შეტყობინების მიღების თარიღ