1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევ
რებისათვის. ის ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
2. ევროპის კავშირს შეუძლია მიუერთდეს ამ კონვენციას.
3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის ათი სიგელის დეპონირების შემდეგ.
4. იმ ხელმომწერის მიმართ, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიკაციას, კონვენცია ძალაში შედის შესაბამისი რატიფიკაციის სიგელის დეპონირებისთანავე.
5. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრს ატყობინებს კონვენციის ძალაში შესვლის, რატიფიკაციის მომხდენ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ვინაობისა და ყოველი შემდგომში დეპონირებული რატიფიკაციის სიგელის შესახებ.
შესრულებულია რომში 1950 წლის 4 ნოემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ცალად, რომელიც დაცული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი უგზავნის კონვენციის ყველა ხელმომწერ
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
მუხლი 59. ხელმოწერა და რატიფიკაცია
კარი III — სხვადასხვა დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 19. 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაეროს გენერალური მდივნისთვის ოცდამეშვიდე რატიფიკაციის სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღის შემდგომ ოცდამეათე დღეს
- მუხლი 30. – ხელმოწერა და ძალაში შესვლა
- მუხლი 27. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის.ექვემდებარება რატიფიკაციას.სარატიფიკაციო სიგელი შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს
- მუხლი 75. ხელმოწერა და ძალაში შესვლა
- მუხლი 35. ხელმოწერა, რატიფიკაცია და შეერთება
- მუხლი 36. ხელმოწერა და რატიფიკაცია
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, მუხლი 59. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208370/muxli-59/