1. კონვენციის რატიფიკაციისას ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი შეტყობინების მეშვეობით, ყოველ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ვრცელდება ყველა ან რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის საგარეო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი.
2. შეტყობინებაში მითითებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე კონვენცია გავრცელდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ოცდამეათე დღიდან.
3. თუმცა ასეთ ტერიტორიებზე კონვენციის დებულებათა გამოყენება მოხდება ადგილობრივი მოთხოვნების სათანადოდ გათვალისწინებით.
4. ყოველ სახელმწიფოს, რომელმაც განცხადება გააკეთა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შემდგომში, ნებისმიერ დროს, განცხადებაში მითითებული ერთი ან რამდენიმე ტერიტორიის მიმართ შეუძლია განაცხადოს, რომ აღიარებს სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს ფიზიკური პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა ჯგუფის საჩივრები კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზ