1. მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე
კონვენციის დენონსაცია შეუძლია მის მიმართ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის შემდეგ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის ექვსი თვით ადრე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით. გენერალური მდივანი ამის შესახებ აცნობებს სხვა მაღალ ხელ
შემკვრელ მხარეებს.
2. დენონსაცია არ ათავისუფლებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისაგან ისეთი ქმედებისათვის, რომელიც წარმოადგენს ამ ვალდებულებათა შესაძლო დარღვევას და ჩადენილია დენონსაციის ძალაში შესვლამდე.
3. ამავე პირობის თანახმად, ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც შეწყვეტს ევროპის საბჭოს წევრობას, ვერ იქნება ვერც კონვენციის მონაწილე მხარე.
4. კონვენციის დენონსაცია ამ მუხლის წინარე
პუნქტების შესაბამისად, შესაძლებელია ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, რომელზედაც მისი გავრცელება გამოცხადდა 56-ე მუხლის საფუძველზ
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
მუხლი 58. დენონსაცია
კარი III — სხვადასხვა დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, მუხლი 58. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208370/muxli-58/