1. წინამდებარე კონვენციის დენონსაცია შესაძლებელია ხელშემკვრელი მხარის მიერ დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.  ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის მქონე სახელმწიფოში, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია, მისი დენონსაცია შეიძლება  განხორციელდეს მხოლოდ გარკვეული ტერიტორიული ერთეულის მიმართ.

2. დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 12 თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში მითითებულია დენონსაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, დენონსაცია ძალაში შედის ამ მითითებული ვადის გასვლის შემდე