1. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოების მიერ და რომელსაც აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით დარეგულირებულ ზოგიერთ ან ყველა საკითხზე, უფლება აქვს მსგავსი წესით ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ან მიუერთდეს წინამდებარე კონვენციას. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია ამ კონვენციის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასზე შეერთების დროს წერილობითი ფორმით ატყობინებს დეპოზიტარს ამ კონვენციით დარეგულირებული იმ საკითხების თაობაზე, რომლებზეც კომპეტენცია გადაეცა მისი წევრი სახელმწიფოების მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია წერილობითი ფორმით დროულად აწვდის ინფორმაციას დეპოზიტარს მის კომპეტენციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გაგზავნილ ბოლო შეტყობინებაში მითითებულ მის კომპეტენციას.
3. ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას შეუძლია, 63-ე მუხლის თანახმად განაცხადოს, რომ ის კონვენციით განსაზღვრულ ყველა საკითხზე ახორციელებს უფლებამოსილებას და იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას გადასცეს ასეთი კომპეტენცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოეშობათ ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები კონვენციაზე ამ ორგანიზაციის სახელით ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შედეგად.
4. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის მიზნებისთვის, ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელი, რომელიც დეპონირებულია ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, არ მიიღება მხედველობაში, თუკი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია არ გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. წინამდებარე კონვენციაში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე, რომელიც ამ კონვენციის მხარეა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე კონვენციაში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად გავრცელდება ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებზ