1. წინამდებარე კონვენციაზე თანდართულ ფორმებში შესწორების შეტანა დასაშვებია ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კონფერენციის გენერალური მდივნის მიერ მოწვეული სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით. კომისიაზე მოწვეული იქნება წინამდებარე კონვენციის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო და კონფერენციის ყველა წევრი. სტანდარტულ ფორმებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე წინადადება გათვალისწინებული უნდა იყოს სესიის დღის წესრიგში.
2. სპეციალურ კომისიაზე დამსწრე ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული შესწორებები ძალაში შედის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის, დეპოზიტარისათვის, მათ მიერ დოკუმენტის დეპონირებიდან/ ჩაბარებიდან მეშვიდე კალენდარული თვის პირველ რიცხვში.
3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, დეპოზიტარის მიმართ წერილობითი შეტყობინებით შეუძლია, 62-ე მუხლის შესაბამისად, მოამზადოს დათქმა შესწორებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო, რომელიც ამ დათქმას გააკეთებს, მიიჩნევა წინამდებარე კონვენციის არახელშემკვრელ სახელმწიფოდ ხსენებულ შესწორებულ დებულებასთან მიმართებით ამ დათქმის გამოხმობამდ