(1) ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოების მიერ და რომელსაც აქვს კომპეტენცია ამ ოქმით დარეგულირებულ ზოგიერთ ან ყველა საკითხზე, უფლება აქვს მსგავსი წესით ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ან მიუერთდეს წინამდებარე ოქმს. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას აქვს ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე.
(2) ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია ამ კონვენციის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასზე შეერთების დროს წერილობითი ფორმით ატყობინებს დეპოზიტარს ამ კონვენციით დარეგულირებული იმ საკითხების თაობაზე, რომლებზეც ამ ორგანიზაციას მიენიჭა კომპეტენცია მისი წევრი სახელმწიფოების მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია წერილობითი ფორმით დროულად ატყობინებს დეპოზიტარს მის კომპეტენციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გაგზავნილ ბოლო შეტყობინებაში მითითებულ მის კომპეტენციას.
(3) ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას შეუძლია 28-ე მუხლის თანახმად განაცხადოს, რომ ის ოქმით განსაზღვრულ ყველა საკითხზე ახორციელებს უფლებამოსილებას და იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას გადასცეს ასეთი კომპეტენცია, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით წარმოეშობათ ამ ოქმით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები, ოქმზე ამ ორგანიზაციის სახელით ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შედეგად.
(4) წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის მიზნებისთვის, ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელი, რომელიც დეპონირებულია ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, არ მიიღება მხედველობაში, თუკი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია არ გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად.
(5) წინამდებარე ოქმში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის იმ რეგიონალურ ორგანიზაციაზე, რომელიც ამ ოქმის მონაწილეა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ოქმში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად გავრცელდება ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებზ