(1) ოქმი ძალაში შედის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების თაობაზე მეორე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
(2) ამის შემდეგ, ოქმი ძალაში შედის -
ა) თითოეული სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ახდენენ 24-ე მუხლით დადგენილი წესით ოქმის ხელმოწერას, მიღებს ან დამტკიცებას, ამ პროცედურების შესაბამისად სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს;
ბ) იმ ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელზეც წინამდებარე ოქმი გავრცელდა 26-ე მუხლის შესაბამისად, ამავე მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის წარდგენიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღე