ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრებს, სხვა სახელმწიფოებსა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს, რატიფიცირება მოახდინეს, მიიღეს, დაამტკიცეს ან შეუერთდნენ ოქმს 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, დეპოზიტარმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა და შეერთების შესახებ;
ბ)წინამდებარე ოქმის 25-ე მუხლის შესაბამისად ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
გ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 26-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციების შესახებ;
დ) 29-ე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის შესახებ.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, გააჩნიათ რა სათანადო უფლებამოსილება, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.
შესრულებულია ჰააგაში, 2007 წლის 23 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბარად ავთენტურ ტექსტებად, ერთ ეგზემპლარად, რომელიც შესანახად უნდა ჩაჰბარდეს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის არქივს, ხოლო მისი დამოწმებული ასლი დიპლომატიური არხებით უნდა გაეგზავნოს თითოეულ სახელმწიფოს, რომელიც იყო ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრი მისი ოცდამეერთე სესიის ჩატარების თარიღისათვის, და თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სესიაშ