(1)  თუ სახელმწიფოს აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც სხვადასხვა სამართლის სისტემა მოქმედებს წინამდებარე ოქმში შემავალ საკითხებთან მიმართებით, მას ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს შეუძლია, 28-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადოს, რომ წინამდებარე ოქმი ვრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე ან მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანზე და უფლება აქვს დეკლარაციაში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება სხვა დეკლარაციის წარდგენით.

(2)  ნებისმიერი ასეთი დეკლარაცია უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს და მასში გარკვევით უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე ოქმი.

(3)  თუ სახელმწიფო არ აკეთებს ამ მუხლით განსაზღვრულ დეკლარაციას, წინამდებარე ოქმი გავრცელდება ამ სახელმწიფოს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.

(4)  ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზ