ფედერაციული ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური მოწყობის მქონე მონაწილე სახელმწიფოებისათვის გამოიყენება შემდეგი დებულებები:
ა) რაც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რომელთა გამოყენება ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების იურისდიქციაში შედის, ფედერალური ან ცენტრალური მთავრობის ვალდებულებანი ისეთივე იქნება, რაც არაფედერალური მოწყობის მქონე მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებანი;
ბ) რაც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რომელთა გამოყენება ფედერაციაში შემავალი იმ შტატების, ოლქების, პროვინციების ან კანტონების იურისდიქციაში შედის და, რომლებიც, ფედერაციის საკონსტიტუციო სისტემის შესაბამისად, არ არიან ვალდებულნი მიიღონ საკანონმდებლო ზომები, ფედერალური მთავრობა აღნიშნულ დებულებებს, მათი მიღების რეკომენდაციითურთ, გააცნობს შტატების, ოლქების, პროვინციების ან კანტინების შესაბამის მმართველ ორგანოებ