1. მონაწილე სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციაში შესწორებები შეუძლია წერილობითი შეტყობინებით შესთავაზოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს. გენერალური დირექტორი ყველა მონაწილე სახელმწიფოს უგზავნის ამ შეტყობინებას.
თუ აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოთა ნახევარზე მეტი დადებითად უპასუხებს ამ წინადადებას, გენერალური დირექტორი განსახივლელად ან შესაძლო მისაღებად წარადგენს გენერალური ასამბლეის მომდევნო სესიაზე.
2. შესწორებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორი მესამედით.
3. წინამდებარე კონვენციაში შესწორებები, მათი მიღების შემდეგ, ექვემდებარება მონაწილე სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მიერთებას.
4. შესწორებები ძალაში შედის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის თანხმობით წინამდებარე კონვენციის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტების შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციაში შესწორებების რატიფიცირება, მიიღეს, დაამტკიცეს ან მიუერთდნენ მათ. მომავალში, ყოველი მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს შესწორების რატიფიცირებას, მიიღებს, დაამტკიცებს ან მიუერთდება მას, აღნიშნული შესწორება ძალაში შევა სახელმწიფო მხარის მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ საკუთარი დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ.
5. მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურა არ ვრცელდება მე–5 მუხლთან დაკავშირებულ შესწორებებზე, რომელიც შეეხება კომიტეტის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობას.
6. სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, თუ სხვა განზრახვის შესახებ წინადადებას არ გააკეთებს, ჩაითვლება:
ა) წინამდებარე კონვენციის, -მიღებული შესწრებებით, -მხარედ;
ბ) წინამდებარე კონვენციის მხარედ, მასში შესწორებების მიღების გარეშე, იმ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომლისთვისაც ეს შესწორებები სავალდებულო არ არი