1. წინამდებარე კონვენციის მონაწილეს, გენერალურ დირექტორთან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, შეუძლია წამოაყენოს წინამდებარე კონვენციაში შესწორების შეტანის წინადადება. გენერალური დირექტორი აღნიშნულ შეტყობინებას დაუგზავნის ყველა მონაწილეს. თუ ამგვარი შეტყობინების დაგზავნის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეთა სულ ცოტა ნახევარი დაეთანხმება შეთავაზებულ შესწორებას, გენერალური დირექტორი ამ წინადადებას წარადგენს მონაწილეთა კონფერენციის მომდევნო სესიაზე მისი განხილვის და შესაძლო მიღების მიზნით.

2. შესწორებას იღებენ დამსწრე და კენჭისყრის მონაწილე უმრავლესობის ხმათა ორი მესამედით.

3. მიღების შემდეგ წინამდებარე კონვენციის შესწორებები გადაეცემა მონაწილეებს მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა თუ შეერთების მიზნით.

4. იმ მონაწილეთათვის, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციის შესწორებების რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდნენ მას, აღნიშნული შესწორებები ძალაში შევა სამი თვის შემდეგ, რაც მონაწილეთა ორი მესამედი შესანახად ჩააბარებს წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში ნახსენებ დოკუმენტებს. ამის შემდეგ თითოეული მონაწილისათვის, რომელიც მოახდენს შესწორებების რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მიუერთდება მათ, ამგვარი შესწორებები ძალაში შევა სამი თვის შემდეგ მონაწილის მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

5. მე-3 და მე-4 პუნქტებში ჩამოყალიბებული პროცედურა არ გამოიყენება 23-ე მუხლის შესწორებების მიმართ, რომელიც ეხება სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების რაოდენობას. ასეთი შესწორებები მათი მიღებისთანავე ძალაში შედის.

6. სახელმწიფო ან 27-ე მუხლში ნახსენები რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, რომელიც წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, თუ რაიმე სხვა აზრი არ გამოითქვა, მიიჩნევა:

(ა) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ, რომელშიც შეტანილია ამგვარი შესწორებები; და

(ბ) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ, რომელშიც არ არის შეტანილი რაიმე შესწორებები რომელიმე მონაწილის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ასეთი შესწორებების მოქმედებ