1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოების ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისათვის, რომლებმაც რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა თუ შეერთების შესახებ თავიანთი დოკუმენტები ამ დღეს ან მანამდე გადასცეს. ნებისმიერი სხვა მონაწილე სახელმწიფოსათვის იგი ძალაში შევა იმ დღიდან სამი თვის შემდეგ, როცა შესანახად გადაეცა მისი დოკუმენტი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ.

2. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ შესანახად გადაცემული არანაირი დოკუმენტი არ ჩაითვლება იმ დოკუმენტების დამატებად, რომლებიც შესანახად გადასცეს ამ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმ