1. ფუძნდება მონაწილეთა კონფერენცია. ეს კონფერენცია წინამდებარე კონვენციის პლენარული და უზენაესი ორგანო იქნება.
2. მონაწილეთა კონფერენცია რიგით სესიებს გამართავს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, შეიძლება მოიწვიონ მათი რიგგარეშე სესიაც, თუ მას გადაწყვეტს სამთავრობათაშორისო კომიტეტი ან თუ ამის შესახებ მას თხოვნით მიმართავს მონაწილეთა სულ მცირე ერთი მესამედი.
3. მონაწილეთა კონფერენცია პროცედურის თაობაზე საკუთარ წესებს მიიღებს.
4. მონაწილეთა კონფერენციის ფუნქციები იქნება, კერძოდ, შემდეგი:
(ა) სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების არჩევა;
(ბ) სამთავრობათაშორისო კომიტეტის მიერ გადმოცემული წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა ანგარიშების მიღება და შემოწმება;
(გ) მისი თხოვნით სამთავრობათაშორისო კომიტეტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცება;
(დ) ნებისმიერი სხვა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც საჭიროდ იქნება მიჩნეული წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევისათვი