1. კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის სამთავრობოთაშორისო კომიტეტი (შემდგომში ,,სამთავრობათაშორისო კომიტეტი”) იქნება იუნესკოს ფარგლებში. მასში შევლენ წინამდებარე კონვენციის 18 მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებსაც 29-ე მუხლის თანახმად მონაწილეთა კონფერენცია ოთხი წლის ვადით აირჩევს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ.
2. სამთავრობათაშორისო კომიტეტი ყოველწლიურად შეიკრიბება.
3. სამთავრობათაშორისო კომიტეტი იმუშავებს მონაწილეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით და მისი მითითებების საფუძველზე და ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე.
4. სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების რაოდენობა 24-მდე გაიზრდება, როცა წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა რიცხვი 50-ს მიაღწევს.
5. სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების არჩევა ეფუძნება თანასწორი გეოგრაფიული წარმომადგენლობის და ასევე როტაციის პრინციპს.
6. წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებული სხვა ვალდებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, სამთავრობათაშორისო კომიტეტს ექნება შემდეგი ფუნქციები:
(ა) ხელი შეუწყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევას და წაახალისოს და მონიტორინგი გაუწიოს მის განხორციელებას;
(ბ) შეიმუშაოს და მონაწილეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგინოს, მისი მოთხოვნით, წინამდებარე კონვენციის დებულებების განხორციელების და გამოყენების ოპერატიული სახელმძღვანელო მითითებები;
(გ) გადასცეს მონაწილეთა კონფერენციას წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა მიერ შედგენილი ანგარიშები კომენტარებთან და მათ მოკლე შინაარსებთან ერთად;
(დ) შეიმუშაოს რეკომენდაციები იმ სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდება კონვენციის მონაწილეებისაგან კონვენციის შესაბამისი დებულებების, კერძოდ, მე-8 მუხლის თანახმად;
(ე) დაადგინოს იმ კონსულტაციების პროცედურები და სხვა მექანიზმები, რომელთა მიზანია წინამდებარე კონვენციის პრინციპებისა და მიზნების პროპაგანდა სხვა საერთაშორისო ფორუმებზე;
(ვ) შეასრულოს ნებისმიერი სხვა ამოცანები, რომლებსაც მონაწილეთა კონფერენცია დაავალებს.
7. სამთავრობათაშორისო კომიტეტს, თავისი პროცედურული წესების თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები მიიწვიოს სპეციფიკურ საკითხებზე კონსულტაციებისათვის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად.
8. სამთავრობათაშორისო კომიტეტი მოამზადებს საკუთარ პროცედურულ წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მონაწილეთა კონფერენცია