1. წინამდებარე კონვენციით იუნესკოსთან ფუძნდება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტი, შემდგომში „კომიტეტი“. კომიტეტი შედგება 18 მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ წინამდებარე კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად ირჩევენ გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილი მონაწილე სახელმწიფოები.
2. ამ კომიტეტის წევრი-ქვეყნების რიცხვი გაიზრდება 24-მდე, როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვი 50-ს მიაღწევ