წინამდებარე კონვენციის არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი:

ა) სტატუსს უცვლიდეს ან დაცვის დონეს უმცირებდეს, იმ არამატერიალურ ღირებულებებს, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში და რომლებთანაც უშუალოდ არის დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ესა თუ ის ელემენტი; ან

ბ) ლახავდეს მონაწილე სახელმწიფოთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და ბიოლოგიური და ეკოლოგიური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ საერთაშორისო სამართლებრივი აქტიდან, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ეს სახელმწიფოები.

II. კონვენციის ორგანოე