1. წინამდებარე კონვენცია არ ლახავს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო აქტებიდან, რომელთა მხარეებიც არიან ან გახდებიან წინამდებარე კონვენციის მხარეები და რომლებიც შეიცავს დებულებებს წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებზე და უზრუნველყოფს უფრო მნიშვნელოვან დაცვას და დახმარებას სექსუალური ექსპლუატაციისა ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთათვის.
2. კონვენციის მხარეებმა შეიძლება გააფორმონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ერთმანეთთან წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებზე, მისი დებულებების შევსების ან გაძლიერების ან მასში მოცემული პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.
3. მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში გამოიყენებენ გაერთიანების და ევროკავშირის წესებს, თუ გაერთიანების ან ევროკავშირის ეს წესები ეხება რომელიმე კონკრეტულ საკითხს და გამოიყენება რომელიმე სპეციფიური შემთხვევის მიმართ, ისე რომ არ ზღუდავს წინამდებარე კონვენციის საგანს და მიზანს და ასევე მის სრულ გამოყენებას სხვა მხარეებთან მიმართებაში.