1.       ევროპის სახელმწიფოს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, ხელმოწერის დროს ან ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც უნდა გავრცელდეს კონვენცია.

2.       ნებისმიერ მხარეს შეუძლია, უფრო მოგვიანებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საფუძველზე, კონვენციის მოქმედება გაავრცელოს დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი, ან რომლის სახელითაც ის უფლებამოსილია მისცეს დაპირებები. ასეთ ტერიტორიასთან დაკავშირებით, კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მიიღო ასეთი დეკლარაცია.

3.       წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია, ასეთ დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლოა უკან იქნეს გახმობილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით.  ამგვარი უკან გახმობა ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მიიღო ასეთი შეტყობინებ