1.            მხარის მიერ წინამდებარე კონვენციაში შესწორების შესატანად წარმოდგენილი ნებისმიერი წინადადება ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მის მიერ გადაეცემა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერს, ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, ევროპის გაერთიანებას, 45-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და 46-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად წინამდებარე კონვენციასთან მისაერთებლად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს.

2.            მხარის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი შესწორება ეცნობება დანაშაულის პრობლემათა ევროპის კომიტეტს, რომელიც მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს თავის მოსაზრებას შეთავაზებული შესწორების შესახებ.

3.            მინისტრთა კომიტეტი შეისწავლის შეთავაზებულ შესწორებას და დანაშაულის პრობლემათა ევროპის კომიტეტის მოსაზრებას და წინამდებარე კონვენციის არა-წევრ სახელმწიფო მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, მან შესაძლოა დაამტკიცოს  შესწორება.

4.            მინისტრთა კომიტეტის მიერ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორების ტექსტი მისაღებად გადაეცემა მხარეებს.

5.            წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა იმ დღის შემდგომი ერთთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც მხარეებმა გენერალურ მდივანს აცნობეს შესწორების მიღების შესახებ.

თავი XII –საბოლოო დებულებე