მხარეთა კომიტეტი განახორციელებს მონიტორინგს წინამდებარე კონვენციის იმპლემენტაციაზე. მხარეთა კომიტეტის საპროცედურო წესები ითვალისწინებს პროცედურას წინამდებარე კონვენციის იმპლემენტაციის შეფასების მიზნით.
მხარეთა კომიტეტი ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის, გამოცდილების და პრაქტიკის შეგროვებას, ანალიზსა და გაცვლას, რაც ემსახურება მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
მხარეთა კომიტეტი ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში:
a) ხელს შეუწყობს წინამდებარე კონვენციის ეფექტურად გამოყენებას და იმპლემენტაციას, ნებისმიერი პრობლემის და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის ან დათქმის შედეგების განსაზღვრას;
b) გამოთქვამს მოსაზრებებს წინამდებარე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას სამართლებრივ, სტრატეგიულ ან ტექნოლოგიურ სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ.
მხარეთა კომიტეტს წინამდებარე მუხლის შესაბამისად თავისი ფუნქციების შესრულებაში დახმარებას გაუწევს ევროპის საბჭოს სამდივნო.
დანაშაულის პრობლემათა ევროპის კომიტეტს პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია წინამდებარე მუხლის 1, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.