1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია, წინამდებარე კონვენციის მხარეებთან კონსულტაციისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდგომ, მიიწვიოს ევროპის საბჭოს არა-წევრი სახელმწიფო, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია კონვენციის შემუშავებაში, მიუერთდეს წინამდებარე კონვენციას უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს წესდების მე-20.d მუხლით და იმ ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენელთა ერთსულოვანი ხმებით, რომლებიც მინისტრთა კომიტეტის წევრები არიან.
2. ნებისმიერ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც უერთდება კონვენციას, კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც განხორციელდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მიერთების აქტის დეპონირებ