წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს და იმ არა-წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში და ასევე ევროპის გაერთიანებისთვის.
წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო სიგელები, მიღების ან დამტკიცების აქტები შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს გენეარალურ მდივანს.
წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც 5 ხელმომწერმა, მათ შორის ევროპის საბჭოს არა ნაკლებ 3 წევრმა სახელმწიფომ, გამოთქვა თანხმობა იყოს შებოჭილი კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებით წინა პარაგრაფის დებულებათა შესაბამისად.
1 პუნქტში მითითებული ნებისმიერ სახელმწიფოსთვის ან ევროპის გაერთიანებისთვის, რომელიც შემდგომში გამოთქვამს თანხმობას იყოს შებოჭილი კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებით, კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც განხორციელდა სარატიფიკაციო სიგელების, მიღების ან დამტკიცების აქტები დეპონირებ