ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, ევროპის გაერთიანებას, 45-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და 46-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად წინამდებარე კონვენციასთან მისაერთებლად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს:

a)      ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b)      ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ნებისმიერი აქტის დეპონირების შესახებ;

c)      წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად;

d)     44-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შესწორების და ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

e)      48-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დათქმის შესახებ;

f)       49-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი დენონსაციის შესახებ;

g)      წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ლანსაროტში, 2007 წლის 25 ოქტომბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია, ერთ ეგზემპლარად, რომელიც შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს არქივს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი  დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში, ევროპის გაერთიანებას და წინამდებარე კონვენციასთან მიერთების მიზნით მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფო