1. მხარეთა კომიტეტი შედგება წინამდებარე კონვენციის მხარეთა წარმომადგენლებისაგან.
2. მხარეთა კომიტეტს იწვევს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. პირველი სხდომა გაიმართება ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ მეათე ხელმომწერი სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია. შემდგომში კომიტეტი შეიკრიბება მხარეთა არა ნაკლებ ერთი-მესამედის ან გენერალური მდივნის მოთხოვნით.
3. მხარეთა კომიტეტი მიიღებს თავის საპროცედურო წესებ