1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ იმ პირებმა, სამმართველოებმა ან სამსახურებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გამოძიების ჩატარებაზე, გაიარონ სპეციალიზაცია ან ტრეინინგი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ასეთ სამმართველოები ან სამსახურები უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი ფინანსური რესურსებით.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ მსხვერპლის ფაქტიურ ასაკთან დაკავშირებით წარმოშობილმა გაურკვევლობამ ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება