თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ
a) გასაუბრება ბავშვთან ჩატარდეს დაუსაბუთებელი გაჭიანურების გარეშე, კომპეტენტური ორგანოებისთვის შესაბამისი ფაქტების წარდგენის შემდეგ;
b) გასაუბრება ბავშვთან აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს ამ მიზნით დაპროექტებულ ან ადაპტირებულ შენობაში;
c) გასაუბრება ბავშვთან ჩატარდეს იმ პროფესიონალების მიერ, რომლებმაც ამ მიზნით გაიარეს ტრეინინგი;
d) ბავშვთან ყველა გასაუბრება, თუ ეს შესაძლებელია, და საჭიროების გათვალისწინებით, ჩატარდეს ერთი და იგივე პირების მიერ;
e) გასაუბრებათა რაოდენობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად შეზღუდული და მკაცრად განპირობებული სისხლის სამართლის პროცესის აუცილებლობით;
f) ბავშვს შეიძლება თან ახლდეს თავისი კანონიერი წარმომადგენელი, ან საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ დასახელებული ზრდასრული პირი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ პირის წარმომადგენლობის საწინააღმდეგოდ მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ბავშვთან ან ბავშვ მოწმესთან ჩატარებული ყველა სახის გასაუბრება ჩაწერილ იქნეს ვიდეოფირზე და სასამართლოზე ეს ვიდეოფირები მიღებულ იქნეს მტკიცებულების სახით, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლის ასაკი გაურკვეველია, მაგრამ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლი ბავშვია, მისი ასაკის დადგენამდე გამოიყენება 1 და მე-2 პუნქტში მითითებული ზომებ