1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებლის თხოვნით, გასაუბრების თარიღის გადატანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი საპატიო მიზეზების გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით დგება ოქმი, რომელიც შეიტანება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. გასაუბრების ახალი თარიღი განისაზღვრება გასაუბრების გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ გასაუბრების ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თავშესაფრის მაძიებლის თხოვნით, გასაუბრება შესაძლებელია გადატანილ იქნეს მხოლოდ ერთხელ.
2. გასაუბრების გადატანის შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, გასაუბრების თარიღის გადატანა ხორციელდება სამმართველოს უფროსის თანხმობით.
3. თუ დაგეგმილი გასაუბრებების რაოდენობა აჭარბებს სამმართველოს ადამიანური რესურსის შესაძლებლობებს, გადაწყვეტილება გასაუბრების გადატანასთან დაკავშირებით მიიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილების უფროსის მიერ, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, მაგრამ გასაუბრების ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, იმ თავშესაფრის მაძიებელთან, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან იგი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირია, ან მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი განცხადების განხილვის სავალდებულო ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, გასაუბრების თარიღს გადაიტანს ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 3 დღის