1. გასაუბრების გრაფიკის შედგენისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

ა) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ სტატუსის დამდგენი სპეციალისტის ცოდნა;

ბ) თავშესაფრის მაძიებლის სპეციფიკური საჭიროება;

გ) საქმის სირთულე;

დ) კვირის განმავლობაში დაგეგმილი სხვა სახის შეხვედრების რაოდენობა (ოჯახის გაერთიანებასთან დაკავშირებული გასაუბრება, დამატებითი გასაუბრება, დოკუმენტების გადაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა ან სხვა გარემოებები).

2. გასაუბრება ინიშნება თავშესაფრის მაძიებლის მიერ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ ინფორმაციის ანალიზისთვის საკმარისი დროის გათვალისწინებით.

3. იმ თავშესაფრის მაძიებელთან, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან იგი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირია ან მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი განცხადების განხილვის სავალდებულო ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, გასაუბრებას ნიშნავს პირველივე შესაძლო დღე