1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს წყვეტს სამმართველოს უფროსი, ანკეტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლების გამოვლენისას, სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ გადასცემს საქმეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ, საქმეს გადასცემს ამ განყოფილების სტატუსის დამდგენ სპეციალისტს.

3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას გამოიყენება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის დადგენილი ყველა მოთხოვნა და პროცედურა.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.

5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ.

6. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის დადგენილ ვადებში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილების უფროსის დასაბუთებული მიმართვის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ გადასცემს საქმეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ, საქმეს გადასცემს ამ განყოფილების შესაბამის სტატუსის დამდგენ სპეციალისტ