1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითად განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გაივლის ამ პროცედურის 22-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპს.
2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არსებითად განიხილება:
ა) ჩვეულებრივი წესით;
ბ) დაჩქარებული წესით;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესით, რომელიც განისაზღვრება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად.
3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით არსებითად განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გაივლის ამ პროცედურის 22-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპ