1. ორსულ ქალს, გაუპატიურების მსხვერპლს, სხვა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ან მარტოხელა დედას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა გაუწიოს კონსულტაცია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის თაობაზე.
2. კონსულტაციის გამწევი უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა ფლობდეს სპეციფიკური საჭიროების მქონე ქალებთან გასაუბრების წარმოების მეთოდიკას და ამ პირთა მიერ აუცილებელი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია